воскресенье, 2 марта 2014 г.

კაშალოტი

კაშალოტი (Physeter catodon) — ძუძუმწოვარი ცხოველი კბილიანი ვეშაპებისქვერიგისა. მამლის სხეულის სიგრძე 20 მ აღწევს. მასა — 70 ტ; დედლისა, შესაბამისად, 15 მ, 30 ტ. კაშალოტის თავი
წინიდან ბლაგვია, სხეულის საერთო სიგრძის თითქმის 1/3. შუბლის განყოფილებაში შეზრდილი საჰაერო პარკი აქვს. ზედა ყბების ფუძესთან არის სპერმაცეტის 6-ტონიანი ცხიმოვანი ბალიში. ზედა ყბა უკბილოა, ქვედაზე კი 18-30 წყვილი კბილია. მკერდის ფარფლები გრძელია, წვეროში მომრგვალებული. მამალი კაშალოტები გვხვდება თითქმის ყველა ოკეანეში, დედლები მხოლოდ ტროპიკულ წყლებში ბინადრობენ. კაშალოტი იკვებება თევზითმოლუსკებით. ყვინთავს 1200 მ-მდე. ცოცხლობს 50 წლამდე. სარეწაო ობიექტია. იძლევა 9-10 ტ-მდე ცხიმს, 5 ტ-მდე სპერმაცეტსამბარს. კაშალოტების საერთო რაოდენობა თანდათანობით კლებულობს (მსოფლიო ოკეანეში 300 ათას ცალს არ აღემატება).

Комментариев нет:

Отправить комментарий