воскресенье, 23 февраля 2014 г.

მტრედი

მტრედი შინაურიფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. ცნობილია მტრედის დაახლოებით 150 ჯიში, რომლებიც 3 ჯგუფად იყოფა: საფოსტო, დეკორატიული და მეხორცული.
საფოსტო მტრედი გამოყვანილია ორიენტირების უნარის მიხედვით მრავალი წლის განმავლობაში გადარჩევის გზით. ამჟამად მტრედის ფოსტას აღარ აქვს პრაქტიკული დანიშნულება და მათ ამრავლებენ მხოლოდ სპორტული მიზნებისათვის.
დეკორატიულ მტრედებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ორიგინალური გარეგნობისა და მრავალფეროვანი შებუმბვლის ან თავისებური ფრენის გამო.
მეხორცულ მტრედებს ამრავლებენ ხორცის მისაღებად. დიდი ფრინველია (900 გრამამდე), გამოირჩევა ნაყოფიერებითა და მალმწიფადობით. მეხორცული მტრედების წყვილს შეუძლია მოგვცეს 14-მდე მტრედის ხუნდი, რომელთაგან თითოეული ერთი თვის ასაკში 600-700 გრამს აღწევს.

Комментариев нет:

Отправить комментарий