გორილა (Gorilla gorilla), მაიმუნი პრიმატების რიგისა. მისი სიმაღლე 175 სმ აღწევს, ხელების შლილი 260 სმ, წონა - 135-180 კგ (ტყვეობაში 300 კგ-მდე). დედალი გაცილებით ნაკლები ზომისაა (იწონის 75-100 კგ,
ტყვეობაში 126 კგ-მდე). გორილას ბალანი შავი აქვს, თხემზე წაბლისფერი, ზურგზე სიბერეში უჭაღარავდება. ტვინის ქალას მოცულობა 500-600 (ზოგისა 752) სმ3. ტვინიაგებულებით ადამიანის ტვინს უახლოვდება. ზედა კიდურები ქვედაზე გრძელია. ადამიანთან მსგავსებას ნაწილობრივ განაპირობებს ხმელეთზე ცხოვრების ნირი. გორილა გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ცხოვრობს ტროპიკულ ტყეებში ხროვებად, რომლებსაც მეთაურობენ ძლიერი მამლები. დადის ოთხ ფეხზე. იკვებება მცენარეთა ნაყოფით, კენკრით და სხვა. მაკეობა 250-290 დღე გრძელდება. ახლად დაბადებული გორილა 2 კგ-მდე იწონის. ცოცხლობს 25-30 წელი. ტყვეობას კარგად იტანს, მრავლდება. სპორტული ნადირობის შედეგად გორილა მრავალ ადგილას მოისპო, ამიტომ ყველგან იცავენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий