пятница, 14 марта 2014 г.

კენგურუები


კენგურუები (Macropodinae) — ჩანთოსნების ქვეოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 30-160 სმ აღწევს, კუდისა — 30-110 სმ, მასა — 2-70 კგ. ცნობილია კენგურუების 40-მდე სახეობა. გავრცელებულნი
არიან ავსტრალიაშიახალ გვინეაში,ტასმანიაზებისმარკის არქიპელაგზე. უმრავლესობა მიწაზე ცხოვრობს, ზოგი მეხეურია. იკვებებიან მცენარეულობით. ზოგი ჭიებსა და მწერებს ჭამს. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა 30-40 დღე-ღამე გრძელდება. შობენ 1-2 უსუსურ ნაშიერს, რომელთაც დედა 6-8 თვის განმავლობაში ჩანთით ატარებს. პირველ ხანებში ნაშიერი მჭიდროდაა მიმაგრებული დედის ძუძუზე და რძე პერიოდულად ეშხეფება პირში. ტანად დიდი კენგურუები უკვე მოსპეს, პატარები ჯერ კიდევ მრავლად გვხვდება. სარეწაო ობიექტია, იყენებენ ბეწვს და ხორცს.

Комментариев нет:

Отправить комментарий