ღამურა (ლათ. Vespertilio), ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ღამურასებრთაოჯახისა, მწერიჭამია ხელფრთიანების ქვე რიგიდან. მათი სხეულის სიგრძე 35-103 მეტრს აღწევს. აქვთ კარგად
განვითარებული ყურსარქველი, შედარებით ფართო ფრთები. კუდი თითქმის ჩამჯდარია საფრენ აპკში ან გარეთ რჩება ბოლო ორი მალა. ზურგი ფერად ღია მურა-შავია, მუცელი — ღია მურა-თეთრი. ღამურას გავრცელება თითქმის სრულიად ემთხვევა ღამურასებრთა არეალს. ბინადრობს როგორც ტყეში, ისე გაშლილ ადგილებში. დღისით თავს აფარებს მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, ხის ფუღუროებს, შენობებსა და სხვ. სანადიროდ გამოდის შებინდებამდე. იკვებება მწერებით. შობს 1-2, ზოგრჯერ 3 ნაშიერს. გვარში გაერთიანებულია 116 სახეობა, რომელთგანაც საქართველოშიგვხვდება შვიდი.
ღამურა ხელფრთიანების რიგის ერთადერთი ცხოველია, რომელსაც სრულყოფილი ფრენა შეუძლია. იგი მსოფლიოს ყველა რეგიონში გვხვდება პოლარული და მაღალმთიანი რეგიონების გარდა. ცნობილია, რომ ღამურები დედამიწაზე უკვე 50 მილიონი წელია არსებობენ — იკარონიქტერის სახელით ცნობილი ნამარხი ღამურას თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი ეოცენის პერიოდით თარიღდება. თავითა და სხეულის 8 სმ-იანი სიგრძით ეს ცხოველი იმდენად ემსგავსება თანამედროვე ღამურებს, რომ მეცნიერებს ძალიან ცოტა რამეს თუ ეუბნება ღამურების წარმოშობის ან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინეს ფრენის უნარი. მათი ვარაუდით, ღამურების წინაპარი ხეზე მცოცავი რომელიღაც მწერიჭამია იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий