суббота, 22 февраля 2014 г.

ინდაური















ინდაური — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მოიცავს ორი გვარის თითო სახეობას. ჩვეულებრივი ინდაური (Meleagris gallopavo) შინაური ინდაურის წინაპარია, მისი ტანის სიგრძეა 100-110 სმ, მამლის მასა დაახლოებით 8 კგ. გავრცელებულია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით და მექსიკაშიკოპლებიანი ინდაური (Agriocharis ocellatus) ბინადრობს ცენტრალურ ამერიკაში. ინდაური იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. სანადირო ობიექტია.

შინაური ინდაური თავისი გარეული ნათესავებისაგან დიდი ზომითა და წონით განსხვავდება. შინაურ ფრინველთა შორის ინდაური ყველაზე დიდია და მას ხორცისათვის ამრავლებენ. მოზრდილი ინდაური ი
წონის 12-16 კგ, ყველაზე დიდი - 20 კგ-მდე. კვერცხს დება მე-10, მე-11 თვიდან, ჩვეულებრივ იანვარ-მარტში (წელიწადში დაახლოებით 90 კვერცხი, ყველაზე მეტო 150-მდე). კვერცხის მასაა 80-88 გრამი. კვერცხის ინკუბაცია 28 დღე-ღამეს გრძელდება (რეჟიმი ქათმის კვერცხის მსგავსია). შემოდგომაზე თითო ინდაურისგან შეიძლება გამოვზარდოთ 40-60 და მეტი ფრთა მოზარდული, რაც 3-4 თვეში 160-200 კგ ხორცს მოგვცემს. ნასუქი ინდაურის ნაკლავის გამოსავალი 85-90%-ს აღწევს. სანაშენე ინდაურებს იყენებენ 3 წლამდე. ინდაურის ხორცი დიეტური პროდუქტია, გემრიელი, ორგანიზმიც კარგად ითვისებს. კუნთოვანი ქსოვილი ნაკლავის მასის დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
მეინდაურეობა კარგად არის განვითარებული ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, სადაც ინდაურის ხორცის წარმოება ძირითადად სამრეწველო საფუძველზე ხდება.
საქართველოში რუსეთიდან შემოიყვანეს XVIII საუკუნეში და ფართოდ გავრცელდა ყველა მხარეში. ბევრია შინაური ინდაურის პოპულაცია - შავი, ბრინჯაოსფერი, ნაცარა, ჩალისფერი და სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий