ქათამი — ქათმისნაირთა რიგის შინაური ფრინველი. წარმოშობილია გარეული ბანკივური ქათმისაგან. სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა შორის შინაური ქათამი ყველაზე გავრცელებულია. მას ამრავლებენ ხორცისა და კვერცხისათვის, გარდა ამისა იყენებენ ბუმბულსა და გერმას. ძირითადი პროდუქციის მიხედვით ქათმის ჯიშები იყოფა მეკვერცხულად, მეკვერცხულ-მეხორცულად, სახორცე-მეკვერცხულად და სახორცედ. ამ მიმართულებების ჯიშებს აქვთ კონსტიტუციური და ექსტერიერული თავისებურებანი.
- მეკვერცხული ქათამი პატარაა, სწრაფად იზრდება, სქესობრივად ადრე მწიფდება.
- სახორცე-მეკვერცხული ქათამი უფრო დიდია, კარგად აქვს განვითარებული კუნთები, გვიან მწიფდება.
მეკვერცხულ ქათამს განვითარებულ აქვს ფოთლისებრი ბიბილო, რომელიც მეორე-მესამე კბილანის შემდეგ გვერდზეა გადმოზნექილი, ნისკარტი ოდნავ მოღუნულია.
შინაური ქათმების ნისკარტის ფერი თითქმის ერთნაირია, ბუმბულისა - სხვადასხვა.
- მეკვერცხული ჯიშის ქათმის მასაა დედლის 1,8-2,2 კგ, მამლისა - 2,7-3,0 კგ;
- მეკვერცხულ-მეხორხულისა (შესაბამისად) 2,2-2,8 და 3,2-3,8 კგ;
- სახორცე-მეკვერცხულისა - 2,5-3,0 და 3,5-4,0 კგ;
- მეხორცულისა - 3,0-3,5 და 3,5-4,5.
ქათამი რეპროდუქციისთვის 5-6 თვეში მწიფდება. მეკვერცხული ჯიშების კვერცხმდებლობა წელიწადში 200-220 კვერცხია, სარეკორდო 365. კვერცხის მასა 55-65 გრამი. ქათმის კვერცხმდებლობა დაახლოებით 10 წლამდე გრძელდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий