среда, 26 февраля 2014 г.

სპილოსებრნი

სპილოსებრნი (Elephantidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ხორთუმიანებისრიგისა. ტანად დიდი ცხოველები. მათი სიმაღლე 3,5 , ხოლო მასა — 4-5 აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი,
მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. თითოეულ თითს პატარა ჩლიქი შეესატყვისება. ზედა ტუჩისა და ცხვირის ერთმანეთთან შეზრდის შედეგად წარმოქმნილია გრძელი და მოქნილი ხორთუმი. იგი წარმოადგენს შეხებისა და ყნოსვის, ამავე დროს საგნების გადასაადგილებელ ორგანოს. ყბებზე 4-4 კბილი აქვთ. კბილები დროთა განმავლობაში ცვდება და მათ ადგილს იკავებს მომდევნო კბილები, რაც ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში 6-ჯერ მეორდება. ეშვები არა აქვთ. ზედა შუა საჭმრელები წაგრძელებულია და ქმნიან შუანებს, რომელთა სიგრძე შეიძლება 4 მ, ხოლო მასა 100 კგ აღწევდეს. შუანები აქვთ მხოლოდ მამლებს, იშვიათად უვითარდება დედალ აფრიკულ სპილოს (თანაც მეტად მოკლე). სპილოსებრთა კუჭი მარტივია, კანის სისქე 3-4 სმ აღწევს. ბალნიანი საფარველი რედუცირებულია. მაკეობა 628 დღემდე (ზოგი ცნობით 24 თვემდე) გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის მასა 90 კგ აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 17-20 წლისა, ცოცხლობენ 80 წლამდე. იკვებებიან მცენარეებით, ზოჯერ ჭამენ მსხვილ ტოტებს, ფიჩხებს, ფოთლებს, ხის ქერქს. საკვების ძებნისას ხშირად 100 კმ-ზე მეტის გავლა უხდებათ. თავისუფლად იკაფავებ გზას უღრანსა და დაბურულ ტყეში, ჭაობიან ადგილებში და სხვა. წყალს ხორთუმით იღებენ და პირში ისხამენ. ცხოვრობენ ჯოგებად, რომლებშიც თავს იყრის 10-დან 100-ზე მეტი ეგზემპლიარი.
სპილოსებრნი მრავალ ადგილას მოსპობილია. ამჟამად ყველგან იცავენ. იყენებენ სპილოსებრთა ძვალს (შუანებს). ხორცი საკვებად ვარგისია. ცნობილია სპილოსებრთა 2 გვარის თითო სახეობა: აზიური სპილო (Elephas asiaticus) გავრცელებულია ინდოეთშიბირმაშინეპალშიტაილანდშივიეტნამში,მალაიზიაშიკუნძულ სუმატრაზეშრი-ლანკაზე. მისი მოთვინიერება და გაწვრთნა ადვილია. როგორც ამოწყდომის გზაზე მდგომი სახეობა, შეტანილია „წითელ წიგნში“.

Комментариев нет:

Отправить комментарий