ბატები, იხვისებრთა ოჯახის ფრინველები ბატისნაირთა რიგისა. წონა 6 კგ-მდე აღწევს, სიგრძე 60-100 სმ. შედარებით მაღალი ფეხები უფრო სასიარულოდაა მომაჯვებული, ვიდრე საცურაოდ. ბატები ძირითადად იკვებებიან ხმელეთზე ან წყალმარჩხში მხენარეთა ფოთლით, ყლორტებით, ბოლქვებით,
თესლით, მოლუსკებით, მცირე ზომის კიბოსნაირებითა და სხვა. ბუდობენ მიწაზე ან კლდის ნაპრალებში. დებენ 5-6 კვერცხს. კრუხობს დედალი, ხოლო ჭუკების აღზრდაში მონაწილეობს მამალიც. რუხი ბატი (Anser anser), მეკალოე ბატი(Anser fabalis), წრიპინა ბატი (Anser erythopus), თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) გვხვდებასაქართველოში. მშრალცხვირა ბატი (Anser cygnoides), მთის ბატი (Eulabeia indica) გვხვდება პამირზე, ტიან-შანზე; თეთრი ბატი (Anser coerulescens) გავრცელებულია ვრანგელის კუნძულსა და არქტიკულ ამერიკაში. ყველა ბატი სარეწაო მნიშვნელობისაა.
შინაური ბატის წინაპარია გარეული რუხი ბატი გარეგნული და ანატომიური ნიშნების მიხედვით მათ შორის დიდი მსგავსებაა. წელიწადში ერთი ბატი ჩეკს 20-25 ჭუჭულს, რომლებიც გასუქების შემდეგ 10 კგ-მდე ხორცს იძლევიან. ბატები გაზაფხულსა და შემოდგომაზე 30-40 კვერცხს დებს, ზოგიერთი ჯიშისა - 100-მდე. სანაშენედ გამოიყენება საშუალოდ 4-5 წელი, მაქსიმალურად 6 წლამდე. სახორცედ იკვლება 6 თვისა, როდესაც უკვე 3-4 კგ იწონის. ზრდასრული მამალი ბატების წონაა 5-6 კგ, მაქსიმალური 12 კგ-მდე, დედლისა 4-5 კგ, მაქსიმალური 10 კგ-მდე. აქვს მაღალხარისხოვანი ხორცი და ქონი, აგრეთვე თივთიკი და ბუმბული. ქონი ნაკლავის 30-35%-ს შეადგენს, მას მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს, იყენებენ კულინარიაში, მედიცინაში (მოყინულობის სამკურნალოდ). ზოგ ქვეყანაში (უნგრეთი, პოლონეთი, საფრანგეთი და სხვა) განვითარებულია ბატების ღვიძლის სპეციალიზებული წარმოება. მისგან ამზადებენ კერძებსა და კონსერვებს. ბატების მოშენება იაფი ჯდება, ვინაიდან საკვებად გამოიყენება სილოსი, კარტოფილი, ძირხვენები, საძოვრული ბალახი და სხვა მწვანე მასა, რაც ამცირებს ულუფაში ძვირადღირებული კონცენტრატული საკვების საჭიროებას. ზრდასრული ბატების სადღეღამისო ულუფას შეადგენს (გრამობით 1 ფრთაზე): მარცვალი 215, კოპტონი და შროტი 30, წვნიანი და მწვანე საკვები 200-350, ბალახის ფქვილი 70, საფუარი 2, ცარცი და ნიჟარა 2-3, ძვლის ფყვნილი 2-3, სუფრის მარილი 1,5-2.
საქართველოში ბატების მოშენებას ძველთაგანვე მისდევდნენ. ბატებს აშენებენ წყალსაცავებით მდიდარ ადგილებში, მეტწილად, სადაც მდელო, მინდორი დ სხვა საბალახოა.
Комментариев нет:
Отправить комментарий