ზღარბისებრნი (ლათ. Erinaceidae), ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიებისრიგისა. ოჯახში 8 გვარის 20 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 ქვეოჯახში: ვირთაგვასებრი ზღარბები (Echinosoricinae)
და ნამდვილი ზღარბები (Erinaceinae). ნამდვილ ზღარბებს აქვთ მოკლე კუდი, ზურგზე ეკლები, კანქვეშა რგოლური კუნთები, რომელთა შეკუმშვის შედეგად სხეული მრგვალდება. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ინდოეთსა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება ჩვეულებრივი ანუ ევროპული ზღარბი (Erinaceus europaeus), იკვებებამწერებით, ჭიებით, პატარ-პატარა ხერხემლიანებით (ხვლიკებით, გველებით და სხვა), სასარგებლო ცხოველებია, ანადგურებენ მავნე მწერებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий