ცხვარი (ლათ. Ovis) — წყვილჩლიქოსანი მცოხნელი ცხოველების გვარი ძროხისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 140 სმ, მასა 40-200 კგ აღწევს. გავრცელებულნი არიან ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ
კუნძულზე, წინა, შუა, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ოლქებში. გვხვდებიან ზღვის დონიდან 5000 მ-მდე. ბინადრობენ გაშლილ ადგილებში. ჯოგური პოლიგამიური ცხოველები არიან. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ცხვრის 2 სახეობაა:არხარი (O. ammon) და რქასქელი ცხვარი (O. canadensis). ცხვრის გეოგრაფიულ რასებს შორის ამიერკავკასიაში (სომხეთი) გვხვდება O. ammon gmelini. იკვებებიან ბალახოვანი მცენარეებით. მაკეობა 5 თვემდე გრძელდება. შობენ 1-2 კრავს. იყენებენ ხორცსა და ტყავს. წარმოადგენენ მრავალი თანამედროვე შინაური ცხვრის წინაპარს.

Комментариев нет:
Отправить комментарий