вторник, 25 февраля 2014 г.

ტურა

ტურა (Canis aureus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთაოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 71-82 სმ, მასა — 7-13 კგ. ზამთრობითჩალისფრადაა შეფერილი, ზაფხულში ჭუჭყისფერ-
ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაშიჩრდილოეთ აფრიკაშისამხრეთ აზიაში და კუნძულ შრი-ლანკაზესაქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით, უმეტესად თაგვისებრი მღრღნელებითკურდღლებით,ფრინველებითქვეწარმავლებითამფიბიებითთევზებითმწერებით და სხვა. ჭამს მძორს, ნაყოფს და სხვა. მაკეობა 63 დღე-ღამე გრძელდება. შობს 4-6 (იშვიათად 8-მდე) უსუსურ და თვალაუხილავ ლეკვს, რომლებიც სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მე-2 წელს. ტურა აქტიურია უმთავრესად ღამით. ტურის ტყავი დაბალი ხარისხისაა და მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. ერთგვარ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას და მეფრინველეობას, ზოგჯერ ცოფისა და შავი ჭირის გამომწვევების გადამტანია.

Комментариев нет:

Отправить комментарий