вторник, 25 февраля 2014 г.

ავაზა

ავაზაგეპარდი (Acinonyx jubatus) — ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისმტაცებელი. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკის,ინდოეთის, წინა და შუა აზიის ტრამალებსა
და უდაბნოებში. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე - 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება. ყრის 2-4 ლეკვს. იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური სისწრაფე 120 კმ საათში). ავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და ანტილოპებზე სანადიროდ გეშავენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეების საქართველოშიც.

Комментариев нет:

Отправить комментарий