вторник, 25 февраля 2014 г.

მელა

მელა (Vulpes) — მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში შეყვანილია. გვარში 6 სახეობაა. ჩვეულებრივი
მელა (Vulpes vulpes) ტანად ყველაზე დიდია. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სამხრეთი რასები უფრო ღია ფერისანი არიან, გვხვდება სრულიად თეთრი (ალბინოსები) ან შავი ინდივიდები (მელანისტები). განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ველებსა და უდაბნოებში. ბინადრობენ აგრეთვე ტყეში და სხვა ადგილებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერმაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებს. იყენებსბუნებრივ თავშესაფრებს — მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქცეული ხეების ფუღუროებს და სხვა ადგილებს. აქტიურია დღისითაც და ღამითაც. მხედველობა შედარებით სუსტი აქვს, სმენა და ყნოსვა — კარგი. გამოირჩევა სიფრთხილით და მოხერხებულობით. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით. წელიწადში ერთხელ მრავლდება. შობს 3-12 ლეკვს, რომელთაც 1,5 თვე რძით კვებავს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 10-11 თვისა. ტყვეობაში 15-20 წელი ცოცხლობს, ბუნებაში — სულრამდენიმე წელი. მელა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ბეწვს). სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий