გედები (Cygnus), ფრინველები იხვისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 180 სმ აღწევს, წონა 13 კგ. აქვთ გრძელი კისერი. კარგად ფრენენ და ცურავენ, ცუდად დადიან და ვერ ყვინთავენ. გედების 6
სახეობა გაერთიანებულია 2 გვარში: Cygnus და Chenopsis პირველი მოიცავს 5 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ამერიკაში; მეორე გვარში შედის 1 სახეობა - შავი გედი, რომელიც ავსტრალიასა დატასმანიაში ბინადრობს. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას გვხვდება სისინა (ანუ წითელნისკარტა) გედი და მყივანი გედი.მონოგამები არიან. მამალი ეხმარება დედალ ბუდის შენებაში. დებენ 5-7 (12-მდე) კვერცხს. დედალი 35-40 დღის განმავლობაში კრუხობს. იკვებებიან მცენარეული საკვებით და წყლის უხერხემლო ცხოველებით. ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს. გამოსადეგია გედების ბუმბული და ხორცი. სისინა გედს აშინაურებენ.

Комментариев нет:
Отправить комментарий